მელიას და ვაშაძის სასამართლო პროცესი გურჯაანის სასამართლოშო 31 იანვრისთვის გადაიდო

ნიკა მელიასა და გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესი გურჯაანის სასამართლოშო 31 იანვრისთვის გადაიდო.
პოლიციელები ირწმუნებიან, რომ ოპოზიციონერები მათი მისამართით ძალას იყენებდნენ და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

პროცესზე, რომელსაც ნიკა მელია და მისი ადვოკატი, ივანე პეტრიაშვილი, ესწრებოდნენ, განაცხადეს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ეს არც ფაილშია ასახული.

მელიას შეფასებით, ეს ცრუ ბრალდებაა და შსს-ს მხრიდან პოლიტიკური ნიშანი იკვეთება.

საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაიწყო, რაც სასჯელის სახით, 1000 დან 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციულ სახდელს 15 დღის ვადით ითვალისწინებს.

პროცესზე პოლიციელიელების მოწმის სახით გამოკითხვაც მოხდა, რომლებიც უშუალოდ ინციდენტის დროს სამსახურეობრივ საქმიანობას ეწეოდნენ. მათ შორის, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ზურა ბერიკაშვილიც, არის.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარია სახალხო დამცველის ოფისთან დაკავშირებული საკითხის გადაჭრას მოითხოვს
შემდეგი სტატიაუმრავლესობის შეხვედრა მძიმე დაპირისპირების ფონზე – ბესელია სტრასბურგში ვიზიტს წყვეტს და თბილისში ბრუნდება