მელია: პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ციხიდან გამოსვლისთანავე მქონდა ჩამოყალიბებული გადაწყვეტილება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, პარლამენტში შესვლის საკითხზე მას გადაწყვეტილება ციხიდან გამოსვლისთანავე ჰქონდა ჩამოყალიბებული, თუმცა ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია პოზიციების შეჯერება.

მელიას თქმით, პოლიტიკურად არაკორექტული იქნებოდა ამ მიმართულებით გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება.

ნიკა მელია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე ფართო მსჯელობა უნდა გაიმართოს.

„ციხიდან გამოსვლისთანავე ჩამოყალიბებული მქონდა გადაწყვეტილება, ისევე როგორც უამრავ ადამიანს ჩვენს პარტიაში, მაგრამ პოზიციების კონსოლიდირება და შეჯერება არის მნიშვნელოვანი, როდესაც პილიტიკურ პროცესში ხარ ჩართული.

თუ ვინმეს ჰგონია ან ეგონა, რომ მე, თუნდაც ათი კაცი დამოუკიდებლად მივიღებდით გადაწყვეტილებას, ისე, რომ სამი თვის განმავლობაში ელემენტარული ურთიერთობის შესაძლებლობა არ მქონდა, ჩემი აზრით, რბილად რომ ვთქვათ, პოლიტიკურად არაკორექტული იქნებოდა.

როდესაც მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებას ვაპირებ, ფართო მსჯელობა უნდა გაიმართოს იმდენად დიდ პოლიტიკურ გაერთიანებაში, სადაც განსხვავებული, სხვადასხვა კატეგორიის ამომრჩეველი ჰყავს პარტიას. ასეთ შემთხვევაში, როცა ასეთი მსჯელობაა, როგორ წესი, გადაწყვეტილება არის სწორი. ამიტომ ეს პროცესი წარვმართე და ვფიქრობ, რომ სწორად წარვმართეთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტზე: ჩემს კოლეგებს ხან ერთი უნდათ, ხან მეორე
შემდეგი სტატიათაკო ჩარკვიანი: კითხვები აღარ მაქვს, ვინ დგას აქციის უკან – რუსეთი!