ხვიჩია “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტზე: ჩემს კოლეგებს ხან ერთი უნდათ, ხან მეორე

“ჩემს კოლეგებს ხან ერთი უნდათ, ხან მეორე, ვერ ვიტყვი, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე ხუთშაბათს იქნება თუ არა ბოლო შეხვედრა”, – ოპოზიციონერმა იაგო ხვიჩიამ.

ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა იმის თაობაზე, რომ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა გადაიდო. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საკითხთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა 27 მაისს გაიმართება, რის შემდეგაც, კანონპროექტი სხდომაზე გავა.

ამ თემაზე, იაგო ხვიჩიამ უპასუხა საქართველოს პირველი არხის შეკითხვას, შეთანხმება შედგება, თუ ეს იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის.

„ძალიან ჩამჭრელი კითხვაა, ასეთ კითხვებზე პასუხი ვერ მექნება, ჩემი კოლეგების შემხედვარე, რადგანაც ხან ერთი უნდათ, ხან მეორე. ჩამოყალიბებისთვის შემდეგ დრო უნდათ. თქვენ მეკითხებით, ხუთშაბათს ბოლო ამბავი თუ იქნება? ძალიან რთულია, გიპასუხოთ. ყველას ვგულისხმობ, ვისი დიდი ნაწილი აზრს იცვლის, მათ შორის, ოპოზიციაც. ჩვენი მიზანია, „ქართულ ოცნებას“ არ ვათქმევინოთ, რომ შეთანხმების რაღაც ნაწილი დავარღვიეთ, რათა სხვა პუნქტები თავად დაარღვიონ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიენერგეტიკის განვითარების ფონდი – „ნამახვანჰესის” ხელშეკრულება პასუხობს ყველა აუცილებელ სტანდარტს და კანონის მოთხოვნას
შემდეგი სტატიამელია: პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ციხიდან გამოსვლისთანავე მქონდა ჩამოყალიბებული გადაწყვეტილება