მელია კადიროვის განცხადებას ეხმაურება

“კადიროვი უკვე ღიად ემუქრება ქართველ ჟურნალისტს. ძალიან საინტერესოა, ეს მუქარა არ ულახავთ მოქალაქეოიბრივ თავმოყვარეობას იმ ხალხს, რომელიც უხამს ლექსიკას უპროტესტებს და აქციებს უწყობს ჟურნალისტს? p.s . დაფიქრდით თუ როგორ შეაფასებს ისტორია მიმდინარე მოვლენებს და დადექით ისტორიის სწორ მხარეს” – ასეთ კომენტარს აკეთებს ნიკა მელია ჩეჩნეთის ხელმძღვანელის რამზან კადიროვის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც რუსულ მედიაზე დაყრდნობით “თაიმერმა” გაავრცელა.

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა ქართველი ტელე-წამყვანის გიორგი გაბუნიას გუშინდელ გამოსვლაზე “ტელეგრამის” საუთარ არხზე კომენტარი გააკეთა, სადაც ქართველ წამყვანს ამაზრზენი და არამზადა უწოდა. “ის კავკასიის შვილი არ არის, არც კაცი, არც მთიელი. კავკასიაში მამაკაცი მსგავს სიტყვებს არ ამბობ თავისი მოსისხლე მტრის წინააღმდეგაც კი. გაბუნია მშიშარა და უსქესო არსებაა. ის – ქართველი ხალხისა და საქართველოს სირცხვლია” – პოლიტიკოსმა დაწერა. კადიროვი ფიქრობს, რომ მომხდარი ჟურნალისტის პირადი ინიციატივა არ არის, და რომ მის უკან ტელეკომპანიის ან სხვა დაინტერესებული პირების ინტერესები დგას. “სხვა შემთხვევაში, გაბუნიას ეთერს გაუთიშავდნენ პირველივე წუთებში” – კადიროვის სიტყვებს რუსული მედია ციტირებს. გარდა ამისა, კადიროვის აზრით, წამყვანმა რუსეთის პრეზიდენტთან ერთად მთელი რუსი ხალხი გალანძღა, ამიტომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა ოფიციალურად უნდა მოიხადონ ბოდიში, წამყვანის წინააღმდეგ კი სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს.

მანამდე ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა გაბუნიას გამოსვლას “ქართველი ხალხისთვის შეუფერებელი” უწოდა.

banner
წინა სტატიაშირუსული მედია იტყობინება, რომ ამ წუთებში თბილისში შეტაკებები დაიწყო
შემდეგი სტატიაძებნილი, რუსეთის სპეცსამსახურის აგენტებთან კავშირში მყოფი