ძებნილი, რუსეთის სპეცსამსახურის აგენტებთან კავშირში მყოფი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 8, 2019 23:30

ძებნილი, რუსეთის სპეცსამსახურის აგენტებთან კავშირში მყოფი

საპროტესტო აქცია „რუსთავი 2-თან“ – „კურიერმა“ გაარკვია იმ პირთა ვინაობა, რომლებიც პროტესტის დროს განსაკუთრებით აქტიურობდნენ.

ისინი, ვინც „რუსთავი 2“-თან გაბრაზებული მოქალაქის სტატუსით, მოვიდნენ გაბუნიას მონოლოგის გასაპროტესტებლად, არიან ევროპაში ძებნილი პირი და „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრი, რომლიც პარტიიდან ფულის მითვისების გამო გააძევეს, ასევე რუსეთის სპეცსამსახურის აგენტებთან დაკავშირებული საქართველო მოქალაქე, ასევე კრიმინალური პოლიციის ყოფილი თანამშრომელი და ხელისუფლების მართული პროვოკატორები.

აქციაზე ასევე მრავლად იყვნენ „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოვებული პირები, რომლებიც როგორც წესი ე.წ. სპონტანურ აქციებზე ჩნდებიან, რომელიც სწორედ ხელისუფლების ორგანიზებით იმართება.

მამაკაცი, რომელიც ქართველი ხალხის სახელით “რუსთავი 2” დახურვას და ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემას ითხოვდა, პორტუგალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ძებნილი ირაკლი ბარამიძეა.

rustavi2.ge-ს სანდრო წყარომ უთხრა, რომ ქართულ დიასპორაში მომუშავე ირაკლი ბარამიძე პორტუგალიაში საქართველოს ყოფილ ელჩს დაჟინებით სთხოვდა შეხვედრას ფედერიკო კარვალიო ჟილთან. ეს ადამიანის კი რომში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალებით დააკავეს.

პორტუგალიიდან გაქცევის შემდეგ ის ქართულ პოლიტიკაში კერძოდ კი „პატრიოტთა ალიანსში“ გამოჩნდა, მას ინაშვილის პარტიამ ბათუმში საარჩევნო შტაბი ჩააბარა. როგორც „კურიერმა“ გაარკვია, ირაკლი ბარამიძემ პარტიის ფული მიითვისა, რის გამო „პატრიოტების“ რიგებიდან გამოაძევეს.

პაატა ცივაძეც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია. ვლადიმერ პუტინის შეურაცხყოფაზე გაბრაზებული ცივაძე ქართულ პოლიტიკაში რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა. ის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს „პატრიოტთა ალიანსიდან“ დეპუტატობის კანდიდატი იყო.

საინტერესო წარსული აქვს „რუსთავი 2“-თან გამართულ ქციაზე მოსულ კიდევ ერთ ადამიანს – ზურაბ ხონელიძეს. ის ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს დსთ-ში საქართველოს საგანგებო დავალებათა ელჩად მუშაობდა და რუსეთის ხელისუფლებასთან საკმაოდ კარგ ურთიერთობაში იყო.

ალეკო უგრელიძე, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია. მანამდე ის წლების განმავლობაში რუსთავში კრიმინალურ პოლიციაში მუშაობდა. უგრელიძე, როგორც წესი ხელისუფლების ორგანიზებულ და სამოქალაქო აქტივიზმით შეფუთულ აქციებზე ჩნდება.

„რუსთავი 2“-თან „ქართულმა ოცნებამ“ თითქოს სპონტანურად ორგანიზებულ აქციების პარტიული აქტივისტებიც გამოაგზავნა.

აქციაზე „რუსთავი 2“-თან ძალადობრივი მუქარების ყველაზე კარგი შემსრულებლებიც გამოჩნდნენ – გიორგი ჯეჯე გიგაური, მოჭიდავე, კორცხელის ანტიგმირი. ის ოპოზიციის ლიდერებს კოლეგებთან ერთად თავს დაესხა და სასტიკად გაუსწორდა. „კურიერის“ კამერამ გუშინ ის სამაუწყებლო კომპანიასთან დააფიქსირა.

შაკო კუჭაშვილმა კი საზოგადოებას თავი არჩევნების დროს აქტიურობით დაამახსოვრა. ის „ოცნების“ აქტივისტია. არაერთხელ გადაიღეს კუჭაშვილი საარჩევნო პლაკატების ჩამოხევის დროსაც.

აქციაზე სხვა ის ცნობილი სახეებიც აქტიურობდნენ, რომლებიც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებული. მუდმივად აქტიურობენ არჩევნებზე „ოცნების“ სასარგებლოდ და არ უშვებენ შანსს ხელიდან გააკრიტიკონ ოპოზიციურად განწყობილი მედია – მათ შორის ხათუნა ხოფერია, ალი ბაბაევი, საკრებულოს დეპუტატი ვატო შაქარაშვილი, მსახიობი ვლადიმერ ჯანელიძე, დავით ლორთქიფანიძე. აქციას სტუდენტური თვითმმართველობის წევრებიც ესწრებოდნენ.

წყარო: რუსთავი2

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 8, 2019 23:30

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,001
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics