მელია – ის ფაქტი, რომ ჩვენ აქ ვართ და ამ შენობის შიგნით ივანიშვილი ასამართლებს სააკაშვილს, ისტორიული აბსურდია და მალე დასრულდება

„ნებისმიერი სახის საპროტესტო აქტივობაც კი არის გარშემორტყმული ათასობით პოლიციელის მიერ. წლების განმავლობაში ეს იყო მუდმივი დასტური იმისა, რომ ეს ხელისუფლება მხოლოდ პოლიციურ ძალებზე დგას. გასაკვირი არ არის, რომ დღეს კიდევ უფრო მეტი მობილიზაცია აქვთ. ვერტმფრენიც კი ააფრინეს, ერთი „ბეტეერები“ და ტანკები არ გამოუყვანიათ, დანარჩენი ყველა სახის ტექნიკა მობილიზებული არის. როდესაც პოლიტიკურად გაბანკროტებული ხელისუფლების ხელში არის მხოლოდ ერთი კონტროლის მექანიზმი და ეს არის ძალოვანი უწყებები და სპეცდანიშნულების ჯგუფები, მხოლოდ მათ ეყრდნობა. დღეს სპეცდანიშნულების რაზმები და წყლის ჭავლები არის ხელისუფლება და რეჟიმი ცდილობს, რომ საზოგადოებამ ასეთად მიიღოს, მაგრამ ის მას ასეთად არ მიიღებს“, – განაცხადა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – დეკემბერში, სამუშაო ჯგუფი ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაემგზავრება, ჩამოვიტანთ საუკეთესო გამოცდილებას ევროპის იმ ქვეყნებიდან, ვინც სოციალური პოლიტიკის რეფორმა განახორციელა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, თუ რას გულისხმობს სათამაშო ბიზნესის ახალი რეგულაციები