ირაკლი ღარიბაშვილი – დეკემბერში, სამუშაო ჯგუფი ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაემგზავრება, ჩამოვიტანთ საუკეთესო გამოცდილებას ევროპის იმ ქვეყნებიდან, ვინც სოციალური პოლიტიკის რეფორმა განახორციელა

დეკემბრის დასაწყისში, სამუშაო ჯგუფი, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაემგზავრება, ჩვენ გვექნება ინტენსიური მუშაობა და ჩამოვიტანთ საუკეთესო გამოცდილებას ევროპიდან, ვინც სოციალური პოლიტიკის რეფორმა განახორციელა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს რეფორმა სასარგებლო იქნება ქვეყნისა და მოსახლეობისთვის.

„რაც შეეხება სოციალურ პოლიტიკას, დეკემბრის დასაწყისში, სამუშაო ჯგუფი, ბატონ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაემგზავრება. ჩვენ გვექნება ინტენსიური მუშაობა, ჩამოვიტანთ საუკეთესო გამოცდილებას ევროპიდან, ვინც გააკეთა აღნიშნული სოციალური პოლიტიკის რეფორმა და ვფიქრობ, ესეც სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ოქტომბრის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის 7%-მდე, რაც ჯამში 10 თვეში 10,5% გამოდის – ეს უპრეცენდენტო ზრდაა არა თუ რეგიონში, მთელს ევროპაში
შემდეგი სტატიამელია – ის ფაქტი, რომ ჩვენ აქ ვართ და ამ შენობის შიგნით ივანიშვილი ასამართლებს სააკაშვილს, ისტორიული აბსურდია და მალე დასრულდება