მელია: გინდათ ბიძინა ივანიშვილს პირადი მცველები მაღალ თანამდებობებზე – კი ბატონო, თქვენ გადაწყვიტეთ

“არა თუ ბევრი რამ, ყველაფერი ქართველ ხალხზე, პოლიტიკურ საზოგადოებაზე, არასამთავრობო საზოგადოებაზე, ქართველ ხალხზე, საქართველოს მოქალაქეებზეა დამოკიდებული და ის მთავარი ფაქტორი, რამაც ყველაფერი უნდა შეცვალოს, ის მთავარი ფაქტორი, რისიც ყველაზე მეტად ეშინია ქართულ ოცნებას, ოლიგარქის რეჟიმს, რომლის წინააღმდეგაც ის არის უსუსური, იქნება ამოქმედებული – ეს არის ქართველი ხალხის ნება და ისტორიული არჩევანი…

მკაფიოდ გვითხრა დასავლეთმა – დეოლიგარქიზაცია მოხდება, გავისაუბროთ და მოგვიკაკუნეთ ჩვენი კარი ღიაა. ეგუებით ოლიგარქს, გინდათ ბიძინა ივანიშვილს პირადი მცველები მაღალ თანამდებობებზე – კი ბატონო, თქვენ გადაწყვიტეთ. ევროპელი პარტნიორები გვეუბნებიან, ჩვენ ვართ მზად უბრალოდ მოგვეცით შესაძლებლობა, რომ ფართოდ გაგიღოთ კარი და ეს ყველაფერი ხალხისთვის გასაგები ენით ითქვა”,- აცხადებს ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია. ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინა-მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოსთვის – არა.

წინა სტატიაშიბევრი არაფერი, თუმცა თეორიულად რჩება შანსი 24 ივნისს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და შანსი მოგვცენ – თინა ხიდაშელი ევროკომისიის რეკომენდაციაზე
შემდეგი სტატიაფაქტია ჩავფლავდით – ალეკო ელისაშვილი ევროკომისიის რეკომენდაციაზე