ბევრი არაფერი, თუმცა თეორიულად რჩება შანსი 24 ივნისს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და შანსი მოგვცენ – თინა ხიდაშელი ევროკომისიის რეკომენდაციაზე

თავდაცვის ექსმინისტრი თინა ხიდაშელი საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ბევრი არაფერი ალბათ, თუმცა თეორიულად რჩება შანსი 24 ივნისს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და საქართველოს შანსი მისცენ“.

როგორც ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს, „ასე ხდება როდესაც ხელისუფლება სიძულვილის ადვოკატია“.

„სასწაულები მხოლოდ ზღაპრებში ხდებაო რეალობა კი ზუსტად ისეთივე სასტიკი დარჩა როგორც გუშინ და გუშინწინ იყო. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, ტრაგიკულიც კი. მით უფრო როდესაც იმასაც კი ვერავინ ხედავს როგორ შეიძლება აიძულო უგუნური რეალურად შეცვალოს მართვა, დაიწყოს საზოგადოებრივი კონსენსუსის შენება და რეალური რეფორმები. ასე ხდება როდესაც ხელისუფლება სიძულვილის ადვოკატია.

P.S. კითხვაზე რა შეიძლება მოხდეს 24-მდე? ბევრი არაფერი ალბათ, თუმცა თეორიულად არის. რჩება შანსი 24-ში პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და შანსი მოგვცენ, მაგრამ ვგონებ ამისთვის ჩვენმა სახელმწიფომ უნდა ჩაიდინოს სასწაული და ესეც საკმარისი იქნება თუ არა რთული სათქმელია.

მაგალითად, ყველამ ერთად გამოაცხადოს რეფორმების პაკეტი, გადადგეს მთავრობა და ტექნიკური / პროფესიული მთავრობა დაინიშნოს რეფორმების პაკეტის შესასრულებლად …შეიძლება მოიფიქრო შემდეგი 5 დღის გეგმა, მაგრამ ეს ყველაფერი ფანტასტიკის სფეროდანაა. სინამდვილეში იქნება თვითკმაყოფილი „სამდურაკის“ გამოსვლები რომ ჩვენ არაფერი შეგვშლია, ყველაფერი გავაკეთეთ, მაკრონია ცუდი და კიდევ ვინმე სხვა და ახლა სხვა მხარს უნდა გავიხედოთ და მსგავსი ბოდვები“, – აცხადებს ხიდაშელი.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე: ისტორიული მარცხი, რომლის შედეგამდეც მიგვიყვანა ბიძინა ივანიშვილმა და ქართული ოცნების მთავრობამ
შემდეგი სტატიამელია: გინდათ ბიძინა ივანიშვილს პირადი მცველები მაღალ თანამდებობებზე – კი ბატონო, თქვენ გადაწყვიტეთ