მელაშვილ-ილიჩოვას მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებებში რომლებიც გუშინ დატოვეს – ამირან გულუაშვილი

გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი, ამირან გულუაშვილი ამბობს, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ ისინი სასამართლომ გაამართლა და სახეზეა საკმაოდ მძიმე დანაშაული, რომელიც გულისხმობს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

“ღამის კურიერის” ეთერში ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ მათი საქმის განხილვა ჯერ, არც კი დაწყებულა.

“აღკვეთის ღონისძიების დროებით შეცვლა, არ არის გამართლება. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლოს არ გაუმართლებია, მათი საქმის განხილვა ჯერ, არც კი დაწყებულა. ეს პროცესი წარიმართება, ბრალდების მხარე გამოიკვლევს უტყუარ მტკიცებულებებს და ჩვენი პოზიცია, რომელიც მტკიცებულებებით არის გამყარებული, უდაოდ გამოიწვევს იმ მოცემულობას, რომ მათ, ისევ მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებებში, რომლებიც გუშინ დატოვეს. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და მომავალში სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, აუცილებლად მოიხდიან სასჯელს იმ დანაშაულისთვის, რაც მათ რეალურად ჩაიდინეს. სახეზეა საკმაოდ მძიმე დანაშაული, რომელიც გულისხმობს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას,” – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიივერი მელაშვილი: ამოჭრეს პრაქტიკულად საზღვრის ხაზი და მეორე რუკას დაადეს და ეს სხვაობა დაინახეს და დაიწყეს მსჯელობა, რომ ვითომდა, აქ არის საქართველოს ტერიტორიის დათმობ
შემდეგი სტატიამელაშვილი: არ მომხდარა არავითარი ტერიტორიის დათმობა იქიდან გამომდინარე, რომ ეს ტერიტორია რაც წარმოდგენილია პროკურატურის მიერ, არასოდეს, ხაზგასმით აღვნიშნავ, არასოდეს ასეთი სახით, არ ყოფილა საქართველოს საზღვრებში