ივერი მელაშვილი: ამოჭრეს პრაქტიკულად საზღვრის ხაზი და მეორე რუკას დაადეს და ეს სხვაობა დაინახეს და დაიწყეს მსჯელობა, რომ ვითომდა, აქ არის საქართველოს ტერიტორიის დათმობ

მოითხოვდა თუ არა გამოძიების პროცესში ბრალდება კონკრეტული პირების დასახელებას – კითხვაზე “ღამის კურიერის” ეთერში ივერი მელაშვილი ამბობს, რომ კონკრეტული პირების დასახლების თაობაზე გამოძიების პროცესში საუბარი არ ყოფილა. მისი თქმით, იყო კითხვა იმასთან დაკავშირებით, ასრულებდა თუ არა ვინმეს მიერ მიღებულ დავალებას.

“როგორც ასეთი, კონკრეტული პირების დასახელებას არ მოითხოვდა, ზოგადად, იყო კითხვა იმასთან დაკავშირებით, ვინმეს მიერ მიღებული დავალებას ხომ არ ასრულებდი და ა.შ. კონკრეტულ პირებზე საუბარი არ იყო. რამეთუ, ჩემს მიერ განმარტებული იყო იმთავითვე, რომ არავითარი, საერთოდ ტერიტორიის გადაცემასთან, ან მსგავსი, ან დათმობა, ან რაიმე მსგავსი რაღაც, არ ყოფილა.

ეს სხვაობა, რაც დაინახა მავანმა, ვთქვათ, ერთი საზღვრის ხაზი რომ აიღო ერთი რუკიდან, ამოჭრეს პრაქტიკულად საზღვრის ხაზი და მეორე რუკას დაადეს და ეს სხვაობა დაინახეს და დაიწყეს მსჯელობა, რომ ვითომდა, აქ არის საქართველოს ტერიტორიის დათმობა. თვითონ მიდგომა, ახსნილი იყო ჩემს მიერ, რომ ეს მიდგომა არის დილეტანტური, არ ემყარება არავითარ დასაბუთებას, არ არსებობს ამისი არც დასაბუთება და თვითონ ერთი, ამ შეუსაბამო რუკიდან ამოჭრილი საზღვრის ხაზის სხვა რუკაზე დადება და სხვაობის დანახვა და ამ სხვაობის აღქმა, ისე როგორც ვითომ ვიღაცას რაღაც ტერიტორია დაუკარგავს, ეს მიდგომა არის თვითონ დილეტანტური, გაუაზრებელი, დაუსაბუთებელი აზროვნების ნაყოფი,“ – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საპატრიარქო ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლების შემდეგ პირველ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიამელაშვილ-ილიჩოვას მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებებში რომლებიც გუშინ დატოვეს – ამირან გულუაშვილი