მეკობრეების მიერ ერთი თვის წინ დატყვევებული ქართველი მეზღვაური სამშობლოში რამდენიმე დღეში დაბრუნდება

2016 წლის იანვრის ბოლოს, ნიგერიის მახლობლად, გვინეის ყურეში მეკობრეები თავს დაესხნენ ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ, ბერძნული კომპანიის კუთვნილ ტანკერს ‘’ლეონ დიას.’’ თავდამსხმელებმა 5 მეზღვაური გაიტაცეს, რომელთაგან ერთ-ერთი ქართველი იყო.

გატაცების მომენტიდან განთავისუფლებამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სამინისტროს სსიპ ‘’საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო’’და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი გემთფლობელ კომპანიასთან, ნიგერიისა და ბენინის სახელმწიფო უწყებებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულები მეზღვაურთა გათავისუფლების პროცესებში.

გატარებული ღონისძიებების შედეგად 2016 წლის 22 თებერვალს გატაცებული მეზღვაურები მშვიდობიანად გაათავისუფლეს, ქართველი მეზღვაური საქართველოში რამდენიმე დღეში დაუბრუნდება.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძის, ზურაბ ნოღაიდელისა და ლევან პირველის ფარული შეხვედრები ვენაში
შემდეგი სტატიაფხენიანი აშშ-ს და სამხრეთ კორეას დაემუქრა