ფხენიანი აშშ-ს და სამხრეთ კორეას დაემუქრა

ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს და სამხრეთ კორეას დარტყმით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუკი მათ საერთო სამხედრო სწავლებებში მისთვის საშიშ მოქმედებებს დაინახავს – სამხრეთკორეული სააგენტო Kyodo წერს.
აშშ-სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნები მარტში დაიწყება და 8 კვირა გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ 7 თებერვალს სამხრეთ კორეის მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო სწავლებებისთვის აშშ-ს სამხედრო ტექნიკა განთავსდება. სეულის განცხადებით, სწავლებები ფხენიანიდან მომავალი საშიშროებების გამო ტარდება.

banner
წინა სტატიაშიმეკობრეების მიერ ერთი თვის წინ დატყვევებული ქართველი მეზღვაური სამშობლოში რამდენიმე დღეში დაბრუნდება
შემდეგი სტატიაშს სამინისტრო ლაგოდეხის რაიონში დაკავებულების შესახებ განცხადებას ავრცელებს