მეგის ქარდავას მამა: ყველა დანაშაული, რასაც ედავებიან ჩემს შვილს მონაგონი და ჭორია

უკრაინაში დაკავებული მეგის ქარდავას მამა ამბობს, რომ ყველა დანაშაული, რომელსაც მის შვილს ედავებიან მონაგონი და ჭორია.

სერგო ქარდავას თქმით, ის ამ დროისთვის გალში იმყოფება და შვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია ტელევიზიიდან შეიტყო.

სერგო ქარდავას განცხადებით, მისი შვილი ოჯახს ეკონტაქტებოდა, თუმცა რომელ ქვეყანაში იყო გაქცეული არ უმხელდა. დაკავებილის მამა ამბობს, რომ შვილი ბოლოს ხუთი წლის წინ ნახა, როცა ის ქვეყანას ტოვებდა.

მთავარმა პროკურატურამ დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამართალდამცველებმა ძებნილი მეგის ქარდავა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დააკავეს.

ხუთწლიანი სამძებრო ღონისძიების შემდეგ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინაში, ქალაქ ივანო ფრანკოვსკში დააკავეს.

ქარდავას სამშობლოში ბრალი სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეში ედება.

banner
წინა სტატიაშირევაზ არველაძე : ხალხი, რომელიც პლენარულ სხდომაზე აგვიანებს, კოლეგებს შეურაცხყოფას აყენებს და მათ მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს
შემდეგი სტატიაპლენარული სხდომების გამცდენი დეპუტატების მიმართ სანქციები ნოემბრიდან ამოქმედდება