რევაზ არველაძე : ხალხი, რომელიც პლენარულ სხდომაზე აგვიანებს, კოლეგებს შეურაცხყოფას აყენებს და მათ მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე კვორუმის არარსებობის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს და იმ კოლეგებს შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, რომლებიც პლენარულ სხდომებს ან არ ესწრებიან, ან სხდომაზე მისვლას აგვიანებენ.

როგორც პლენარული სხდომის გახსნისას არველაძემ განაცხადა, ძალიან სამწუხაროა, რომ პლენარული სხდომა დროზე ვერც ერთხელ ვერ დაიწყო.

“სხდომებს სულ მცირე ერთი საათის დაგვიანებით ვიწყებთ. ნელ-ნელა ვრწმუნდები, რომ ამას არანაირი სანქცია არ უშველის, რადგან ეს უბრალოდ, მენტალობის და შეგნების ამბავია, რაც ბავშვობიდან მოდის. ხალხი, რომელიც ასე აგვიანებს, კოლეგებს შეურაცხყოფას აყენებს და მათ მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს“, – განაცხადა არველაძემ.

დღევანდელი პლენარული სხდომა 12:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა დაახლოებით ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო, სადაც რეგისტრაცია 87 დეპუტატმა გაიარა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი საუდის არაბეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
შემდეგი სტატიამეგის ქარდავას მამა: ყველა დანაშაული, რასაც ედავებიან ჩემს შვილს მონაგონი და ჭორია