მედიის წარმომადგენლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები მივიდნენ. აქციის მონაწილეები, საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, ქაშუეთის ეკლესიის უკან შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს.

აქციის მონაწილეებმა, საკანონმდებლო ორგანოს წინ გაშლილი ოპოზიციის მხარდამჭერების კარვები დაარბიეს. აქციაზე ასევე ისმოდა ძალადობრივი მოწოდებები. პოლიციას მათთვის ხელი არ შეუშლია.

აქციაზე იმყოფებიან, მოძრაობა “ერის” “ქართული მარშისა” და “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენლები”.

პრორუსი ჯგუფები ჟურნალისტების მიმართ აგრესიულები არიან და მუშაობაში ხელს უშლიან.

ფორმულას ჟურნალისტს, გუგა დვალიშვილს მიკროფონი წაართვეს და მოუწოდეს დაეტოვებინა ტერიტორია. ფორმულას ოპერატორს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ტაბულას ჟურნალისტს ღირსების მარშის საწინააღმდეგო აქციაზე თავში კეტი ჩაარტყეს.

 

https://youtu.be/dWw1lyCTP8c

 

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი: მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, არ დავუშვებ არავითარ ქაოსსა და სამოქალაქო დაპირისპირება
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – დღევანდელი ღირსების მარშის ორგანიზატორების უკან დგანან რევანშისტული რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით