ირაკლი ღარიბაშვილი – დღევანდელი ღირსების მარშის ორგანიზატორების უკან დგანან რევანშისტული რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით

დღევანდელი აქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რევანშისტული რადიკალური ჯგუფები. კერძოდ, რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით. ისინი არიან ჩართული და აღნიშნულ მარშს, ამ აქციებს უწევენ ორგანიზებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მათი მიზანი ქვეყანაში სამოქალაქო არეულობისა და ქაოსის შემოტანაა. ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ამას არ დაუშვებენ.

„მინდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, დღევანდელი აქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რევანშისტული რადიკალური ჯგუფები. კერძოდ, რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ისინი არიან ჩართული და აღნიშნულ მარშს, ამ აქციებს უწევენ ორგანიზებას. რა თქმა უნდა, მათი მიზანია, ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო არეულობისა და ქაოსის შემოტანა, რაც რა თქმა უნდა, არ განხორციელდება, ამას ჩვენ არ დავუშვებთ. როგორც ჩვენს ხალხს, მოსახლეობას სურს, ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი ისე იქნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიმედიის წარმომადგენლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
შემდეგი სტატია„ღმერთმა გემრიელად გამყოფოთ“ – „კუმ დეომ“ მორიგი საქველმოქმედო აქცია მაღალმთიან აჭარაში გამართა