„მედიის თავისუფლების მხრივ, საქართველოში მდგომარეობა გაუმჯობესდა“

ორგანიზაცია „Reporters Without Borders“ მსოფლიოში მედიის თავისუფლების 2016 წლის ინდექსს აქვეყნებს, სადაც 180 ქვეყანას შორის, საქართველო 64-ე ადგილს იკავებს.

 

კვლევების მიხედვით, მედიის თავისუფლების მხრივ, საქართველოში მდგომარეობა გაუმჯობესდა და 2015 წელთან შედარებით, ხუთი საფეხურით დაწინაურდა.
“ბოლო წლებში ჩატარებულმა რეფორმებმა საქართველოში მედიაგარემო გააუმჯობესა”, – ნათქვამია Reporters Without Borders -ის ანგარიშში.
დოკუმენტში მიღწევებს შორის აღნიშნულია მედიის მესაკუთრეთა გამჭვირვალეობა, სატელიტური ტელეკომპანიების პლურალიზმი და სამაუწყებლო მარეგულირებელი ორგანოში განხორციელებული ცვლილებები.
დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტები შემცირდა, თუმცა მუქარის შემთხვევები ხშირია.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ქართული მედია კვლავ ძალიან პოლარიზებულია.
„პროგრესის მიუხედავად, მედიის მესაკუთრეები ხშირად ახდენენ გავლენას სარედაქციო შინაარსზე. წამყვანი ტელეარხების საკუთრებისათვის ბრძოლა შეშფოთებას იწვევს მედიის მომავალი პლურალიზმის მხრივ”, – აღნიშნულია დოკუმენტში.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ინდექსის მიხედვით, საქართველოს პრესის თავისუფლების მაჩვენებელი 2012 წლის შემდეგ 36 პუნქტით გაუმჯობესდა.
2012 წელს საქართველო მე-100 ადგილზე დასახელდა, 2013 წელს 84-ე ადგილზე იყო, 2014 წელს კი 69-ე,2015 წელს კი 64-ე  ადგილი დაიკავა.
ორგანიზაციის მიერ 2012 წელს გამოქვეყნებული ინდექსის მიხედვით, კი საქართველო რეგიონში 2011 წელს 105-ე ადგილზე დასახელდა და პრესის თავისუფლების მხრივ ლიდერის პოზიცია სამხრეთ კავკასიაში 77-ე ადგილზე მყოფ სომხეთს დაუთმო.
2016 წლის ანგარიშში, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოში მედიის მესაკუთრეობის კუთხით გამჭვირვალე სიტუაციაა, სატელიტური ტელევიზიები კი პლურალიზმს უზრუნველყოფს.
banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრს 2017 წლიდან ჯარში სავალდებულო გაწვევის გაუქმება სურს
შემდეგი სტატია“სახელმწიფო და მუნიციპალური ტერიტორიების უკანონოდ მითვისება მასიურ ხასიათს იძენს”