მედიაში ვაჟა ლელუაშვილის ვიდეომიმართვა გავრცელდა, რომელიც დაკავებამდეა ჩაწერილი

მედიაში ვრცელდება ექსკლუზიური ვიდეოჩანაწერი, რომელიც ვაჟა ლელუაშვილმა დაკავებამდე 2 დღით ადრე ჩაწერა. მიმართვა ტელეკომპანია რუსთავი 2-ს ლელუაშვილის მეუღლემ გადასცა.

“სანდო წყაროდან ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა აპირებს დამაბრალოს დანაშაული, რომელიც მე არ ჩამიდენია” ამ სიტყვებით იწყებს ვიდეომიმართვას, ვაჟა ლელუაშვილი, რომელიც კურიერს მიაწოდეს.

“პროკურატურა ჩემთვის აპირებს ჩამიდოს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რომელიც მე არ მაქვს. ჩადება შეიძლება მოხდეს მეხსიერების ბარათით, შეიძლება CD დისკზე, შეიძლება კომპიუტერი წაიღონ და ჩაიწერონ, ან სულაც კომპიუტერში შეიძლება დისტანციურად ჩაწერონ ასეთი კადრები ასეთი ტექნიკური საშუალება შესაძლებელია. აგრეთვე ცრუ მოწმეების გამოყენებით პროკურატურა აპირებს თითქოსდა მე ეს მასალები მოვიპოვე. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ჩემთან არანაირი ინფორმაცია არ არსებობს, არასოდეს არაფერი არ გადამიღია და არც არაფერი შემინახია, მითუმეტეს არ გამივრცელებია,“-აცხადებს ლილუაშვილი ვიდეომიმართვაში.

 

https://youtu.be/0VFd2Xa4KvA

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: არასდროს, “ქართული ოცნების” ხელისუფლების მმართველობამდე, არ გამოქვეყნებულა ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები
შემდეგი სტატიათამარ იარაჯული სასამართლომ გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა