თამარ იარაჯული სასამართლომ გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან დაკავებული მშობელი, თამარ იარაჯული სასამართლომ გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა. სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლე დავით წერეთელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული თამარ იარაჯული ადმინისტრაციული სახდელის გარეშე დაეტოვებინა და ის სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გაეთავისუფლებინა.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ თამარ იარაჯულმა აღნიშნა, ის მოსამართლის ასეთ გადაწყვეტილებას არ ელოდა. იარაჯული მოუწოდებს მთავარ პროკურორს და შს სამინისტროს, შეისწავლონ საპროტესტო აქციაზე გადაღებული კადრები, რადგან პოლიცია მასზე ძალადობდა.

„მოსამართლის გადაწყვეტილება სამართლიანი იყო. მადლობა მას ამისთვის. ნამდვილად აღარ მოველოდი ასეთ გადაწყვეტილებას მიმდინარე მოვლენების შემდეგ. მაგრამ ვთხოვ მთავარ პროკურორს, ასევე შს სამინისტროს, აუცილებლად შეისწავლონ ის კადრები, რომლებიც გადაღებულია აქციაზე, სადაც პოლიცია ჩემზე ძალადობდა“, – განაცხადა თამარ იარაჯულმა.

banner
წინა სტატიაშიმედიაში ვაჟა ლელუაშვილის ვიდეომიმართვა გავრცელდა, რომელიც დაკავებამდეა ჩაწერილი
შემდეგი სტატიათამარ იარაჯულის საქმეზე საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს