”მედიაომბუდსმენმა მედია უნდა დაიცვას პოლიტიკური პარტიების გავლენებისგან” – ჯეჯეავა

პრემიერ მინისტრის ინიციატივაზე შეიქმნას მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი კომენტრა საკეთებს ვიცე-პრემიერი. იმედის პირდაპირ ეთერში ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა რომჯერ არ შემუშავებულა სქემა, თუ როგორ უნდა მუშაობდეს და ვის უნდა ექვემდებარებოდეს მედიაომბუდსმენი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია იგი მთავრობისგან დამოუკიდებელი იყოს და დაცული იყოს პოლიტიკური პარტიების ზეგავლენისგან. მთავრობას კონტროლის მექანიზმი არ უნდა ჰქონდეს.მისივე თქმით მედიაომბუდსმენმა უნდა დაიცვას მედია პოლიტიკური პარტიების გავლენებისგან.

“მედია ომბუდსმენმა მედია უნდა დაიცვას ყველა შესაძლო საფრთხისგან, რომელიც შეიძლება მომდინარეობდეს პოლიტიკური პარტიებისგან, ხელისუფლებისგან, ცალკეული პოლიტიკური ან საზოგადოებრივი ჯგუფისგან ან კერძო ინტერესებისგან. ამ მიმართულებით საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა წინ, დღევანდელი გარემო იმ გარემოს გაცილებით სჯობს, რომლებიც ჩვენმა ოპონენტებმა შექმნეს, თავისი ხელისუფლების დროს… ჩვენ გვაქვს, კონკრეტული მაგალითი, კონკრეტული პოლიტიკური პარტია როგორ აკონტროლებს კონკრეტულ მედიასაშუალებას. დაცვა რომ სჭირდება ნამდვილად მედიას, ეს ფაქტია და ცალსახაა. მეორეა, რომ ჩვენი მთავრობის მთლიანი კურსი დაფუძნებულია ადამიანის უფლებებზე და მათ შორის მედიის თავისუფლებაზე, არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დასაყრდენი… ჩვენ არ ვთვლით, რომ რუსთავი 2 არის ბოლო დასაყრდენი თავისუფალი მედიის და ჩვენ ვთლით, რომ იმედი არის ძალიან კარგი მაგალითი”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ადმინისტრაცია ევროსასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, “რუსთავი 2”-ში მენეჯმენტის შენარჩუნებას ითხოვს
შემდეგი სტატიალაგოდეხის საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან პაციენტი გადმოხტა