მედია – ვლადიმერ პუტინისა და ასლან ბჟანიას შორის შეხვედრა სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა

სოჭში, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას შეხვედრა დღეს სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა. ამის შესახებ აფხაზური მედია იუწყება.

„დღევანდელი მოლაპარაკებების შედეგები რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან უეჭველად მოუტანს სარგებელს ჩვენ ქვეყანას, ჩვენ ურთიერთობას ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან. განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი და ის საკითხები, რომელიც საერთო ინტერესებს უკავშირდება“ ,- განაცხადა შეხვედრის შემდეგ ბჟანიამ.

კრემლის ვებგვერდზე 11 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, პუტინი-ბჟანიას შეხვედრაზე ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის მიმდინარეობა და პერსპექტივების განხილვა იყო დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშიინაშვილი: დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, კარგი იქნება, თუ პოზიტიური შეთანხმებით დამთავრდება
შემდეგი სტატიაოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა გამოვლინდა