ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის გამოსავლენად 271 ადამიანის ტესტირება ჩატარდა, რის შედეგადაც კორონავირუსი 53 პირს დაუდგინდა და დაინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 4951-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში 142 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 3369-მდე გაიზარდა.

გუდაუთის საავადმყოფოში 89 კოვიდინფიცირებული იმყოფება, რომელთაგან მძიმე მდგომარეობაშია 25 პაციენტი, 33 მათგანის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კი 32 კოვიდდადასტურებული პირი მკურნალობს, სადაც ორი პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია. სოხუმში, მობილურ ჰოსპიტალში 32 პაციენტია მოთავსებული. მათგან 4-ის მდგომარეობა მძიმეა, 28-ის კი საშუალო სიმძიმის. კორონავირუსით ოკუპირებულ აფხაზეთში ამ დრომდე 58 ადამიანია გარდაცვლილი.

banner
წინა სტატიაშიმედია – ვლადიმერ პუტინისა და ასლან ბჟანიას შორის შეხვედრა სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა
შემდეგი სტატიაქვეყანაში სოციალურად დაუცველების რაოდენობა 1 წელში 17,1 %-ით გაიზარდა