საფრანგეთში, McDonald’s-ის ერთ-ერთ რესტორანში აფეთქება მოხდა. შემთხევვას ადგილი ქალაქ გრენობლში ჰქონდა – Le Dauphine Libere წერს. გამოცემის ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერება ტუალეტში იყო დამონტაჟებული. დაწესებულების ყველა სტუმრის და პესრონალის ევაკუაცია მოხდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.