მედია – რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების ბოლო დღეს 50-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს

რუსეთში, საპრეზიდენტო არჩევნების მესამე დღეს სამართალდამცავებმა 50-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, – ინფორმაციას გამოცემა „მედუზა“ პროექტ OVD-Info-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის დროს, რუსეთის 14 ქალაქში სულ მცირე 51 ადამიანი დააკავეს.

უფლებადამცველების თქმით, დაკავებების ყველაზე მეტი რაოდენობა ყაზანში (მინიმუმ 23 ადამიანი) და მოსკოვში (მინიმუმ 10 ადამიანი) დაფიქსირდა.

როგორც ადამიანის უფლებათა პროექტს ყაზანის მცხოვრებმა ალექსანდრე შირშოვმა განუცხადა, ის დააკავეს, რადგან საარჩევნო უბანზე 17 მარტს 12:00 საათზე მივიდა.

გამოცემა 7×7-ის ცნობით, ყაზანში დაკავებულები მალევე, პროტოკოლის გარეშე გაათავისუფლეს.

banner
წინა სტატიაშინეთანიაჰუ – ასე სწრაფად დაგავიწყდათ 7 ოქტომბერი? ასეთ მოკლე დროში მზად ხართ, უარყოთ ისრაელის უფლება, დაიცვას თავი „ჰამასის“ ურჩხულებისგან?
შემდეგი სტატიაემანუელ მაკრონი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა შესაძლოა, საჭირო გახდეს