მედეა ჯანიაშვილი: მაისის თვეში, ტურისტული ნაკადების 62%-იანი აღდგენა გვაქვს, რაც წინა თვეს 10%-ით აღემატება

ტურიზმის აღდგენის მაისის თვის დინამიკას დადებითად აფასებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი. მედეა ჯანიაშვილის განცხადებით იანვარი-მაისის პერიოდში ტურისტული ნაკადები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
„ჩვენ აქტიურ კომუნიკაციას ვაგრძელებთ მიზნობრივ ბაზრებზე და ვახორციელებთ არაერთ პროექტებს, პრეს-ტურებს, ინფო-ტურებს, ვმასპინძლობთ ტურ-ოპერატორებს. ახლა შევდივართ ძალიან აქტიურ ტურისტულ ფაზაში, შედეგად მაისის თვეში, ტურისტული ნაკადების წილში, უკვე გვაქვს 62%-იანი აღდგენა, რაც წინა თვეს აღემატება 10%-ით. ვფიქრობ ძალიან პოზიტიური შედეგია და ოპტიმიზმის საშუალებას გვაძლევს და ამ სეზონს ძალიან კარგი შედეგებით დავხურავთ“,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.
2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოში 1,180,034 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის 5 თვის მონაცემებთან შედარებით +257.8%-ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენამ 39.5% შეადგინა.
2022 წლის 5 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 906,670 შეადგინა, რაც +213.8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის მაისის თვის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 54.8%-ით არის აღდგენილი.

banner
წინა სტატიაშილუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სევეროდონეცკში ვითარება გართულდა
შემდეგი სტატიადიდი იმედი მაქვს, ევროკავშირი მიიღებს კეთილგონივრულ გადაწყვეტილებას, ეყოფა გამბედაობა და დააფიქსირებს, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა არის მათი ინტერესის სფერო და საგანი – დავითულიანი