დიდი იმედი მაქვს, ევროკავშირი მიიღებს კეთილგონივრულ გადაწყვეტილებას, ეყოფა გამბედაობა და დააფიქსირებს, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა არის მათი ინტერესის სფერო და საგანი – დავითულიანი

ჯერი არის ევროკავშირზე, დიდი იმედი მაქვს ევროკავშირი მიიღებს კეთილგონივრულ გადაწყვეტილებას, ეყოფა გამბედაობა და დააფიქსირებს, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა არის მათი ინტერესის სფერო და საგანი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ ევროკავშირი პოზიტიურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ეს იქნება დიდი შეცდომა ისტორიულ და გეოპოლიტიკურ ჭრილში.

„ევროკავშირს მისაღები აქვს გადაწყვეტილება და ის კონკრეტული ფაქტები, რაზეც ოპოზიცია აპელირებს და კითხვების გაჩენას ცდილობს, ამას ვერ გადაწონის. თუ ისინი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, ეს იქნება მათი ძალიან დიდი შეცდომა ისტორიულ და გეოპოლიტიკურ ჭრილში.

ჩვენ თავის დროზე რეზოლუცია მივიღეთ პარლამენტში, რომელსაც ყველამ მოვაწერეთ ხელი და მივმართეთ ევროკავშირს, რომ გაეთვალისწინებინა პარტიების პოზიცია. ჩვენ სახელმწიფო დონეზე მივმართავთ მათ, გვაქვს უამრავი განცხადება, სადაც სრულად ფიქსირდება ქართული საზოგადოების, სახელმწიფოს, პოლიტიკური სპექტრის და ხელისუფლების პოზიცია, ამიტომ ჯერი არის ევროკავშირზე და დიდი იმედი მაქვს ევროკავშირი მიიღებს კეთილგონივრულ გადაწყვეტილებას, ეყოფა გამბედაობა და დააფიქსირებს, რომ ეს ქვეყნები არიან მათი ინტერესის სფერო და საგანი,”- განაცხადა დავითულიანმა.

ის ასევე გამოეხმაურა „ალდეს” მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას, რომლის ინიციატორები არიან “სტრატეგია აღმაშენებელი,” “თავისუფალი დემოკრატები”, „რესპუბლიკური პარტია“ და „ლელო“.

„მხოლოდ გამიხარდება თუ ყველა იგივეს გააკეთებს, გადადებენ თავის პარტიულ ინტერესებს და ერთხმად იმუშავებენ, რომ საქართველომ მიიღოს ეს სტატუსი,”- განაცხადა დავითულიანმა.

banner
წინა სტატიაშიმედეა ჯანიაშვილი: მაისის თვეში, ტურისტული ნაკადების 62%-იანი აღდგენა გვაქვს, რაც წინა თვეს 10%-ით აღემატება
შემდეგი სტატიალავროვის თვითმფრინავს ცა სამმა ქვეყანამ დაუხურა, რეისი სერბეთში ვერ ჩაფრინდა