მებაჟე ოფიცრებმა 18 000 850 რუსული რუბლი გამოავლინეს

ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხის მალულად შემოტანის 2 ფაქტი აღკვეთეს – უცხო ქვეყნის მოქალაქეების ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავებიდან, ჯამურად 18 000 850 რუსული რუბლი ამოიღეს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, თანხის სრულად ჩამორთმევა განესაზღვრათ.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავებში, ჯამში, 18 000 850 რუსული რუბლი გამოავლინეს. არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 524 320,63 ლარი შეადგინა” – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმედიის ცნობით, წითელ ზღვაში იემენელი „ჰუსიტების“ თავდასხმებთან დაკავშირებით, აშშ-მა ირანთან ფარული მოლაპარაკებები გამართა
შემდეგი სტატიალევან იოსელიანი – მეტი არგუმენტაცია სჭირდება მაგალითებს, რომლებიც მოჰყავთ სხვა ქვეყნებში ჩატარებული „ვეტინგის“ შესახებ