მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს 12 საათზე დაიწყება – სესია ოპოზიციის გარეშე ჩაივლის

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი დღეს პირველ სესიას გამართავს. პარლამენტის პირველი სხდომა ზუსტად 12 საათზე დაიწყება. სესიას საქართველოს პრეზიდენტი გახსნის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შემდეგ სიტყვა პარლამენტის უხუცეს წევრს გადაეცემა.

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი განმარტავს, რომ სხდომაზე კონკრეტულ პირებს შესაბამის პოზიციებზე წარადგენენ.

სხდომაზე პარლამენტის წევრთაგან, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელ და სამანდატო კომისიებს აირჩევენ.

ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სესია ოპოზიციის გარეშე ჩაივლის. მათი ნაწილი საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას საპარლამენტო სხდომის პარალელურად, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში გეგმავს.

რამდენიმე ოპოზიციური პარტია პარლამენტში პარტიული სიებისა და უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით მემორანდუმს გააფორმებს.

მათ შორის იქნებიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია”, “ევროპული საქართველო”, “ლეიბორისტული მოძრაობა”, “სტრატეგია აღმაშენებელი” და “ლელო”.

რაც შეეხება კიდევ სამ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას – “გირჩი”, “პატრიოტთა ალიანსი” და “მოქალაქეები” არც მემორანდუმის ხელმოწერის და არც პარლამენტის სესიის გახსნას არ დაესწრებიან.

ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

მმართველი და ოპოზიციური პარტიების ლიდერების მოლაპარაკება, რომელშიც აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები მონაწილეობენ, მომავალ კვირას უნდა გაგრძელდეს. მორიგი მოლაპარაკება დიპლომატების მედიატორობით მხოლოდ პარლამენტის შეკრების შემდეგ გაიმართება, შესაძლოა აღნიშნული შეხვედრა ორშაბათსაც შედგეს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღლონტი: რამდენიმე საათში უფრო დააჩქარებენ წიწამურისკენ აღებულ კურსს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : ხანუქას დღესასწაულს ვულოცავ ებრაელ ხალხს, ჩვენს ებრაელ მოქალაქეებს