ირაკლი ღლონტი: რამდენიმე საათში უფრო დააჩქარებენ წიწამურისკენ აღებულ კურსს

ქართველებო, საქართველოს მოქალაქეებო,
თანამებრძოლებო,
რამდენიმე საათში ამ დროის ბოლშევიკები კვლავ შეურაცხჰყოფენ საქართველოს !
რამდენიმე საათში უფრო დააჩქარებენ წიწამურისკენ აღებულ კურსს, იქ, კვლავ მზადაა საქართველოსთვის ტყვია !…
ჩვენს წინაშე კვლავ დგას რთული გამოწვევა, ახლაც კრემლია მტერი, მაგრამ ახლაც მეგულება ის ხალხი, ვინც საკუთარი სხეულით დაიცვა საქართველო ! 🇬🇪 ახლა მათთან ერთად უნდა ვიყოთ ჩვენ, ახალგაზრდები ! ახლა საქართველო და ეს ხალხი ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სიტყვით, ქცევით და თუ საჭიროა სხეულითაც !!!
მუმლი და კოღოა ხვალინდელი დღის მასპინძელი და ასე იქნება იქამდე, ვიდრე ჩვენც არ ვიმერაბებთ, არ ვიზვიადებთ და არ დავამარცხებთ კრემლს და მის მიერ თავსმოხვეულ მუმლს და კოღოს საქართველოში !!!
არცერთ პარტიას და არცერთ პოლიტიკოსს არ ველოდები როდის და როგორ დაიხსნის ჩემს ქვეყანას, ერთიანობის დროა, ისევ გადასარჩენია ჩვენი დიდი ქვეყანა, ისევ უნდა ვუჩვენოთ მსოფლიოს რას ნიშნავს საქართველო, როგორია თავისუფლებისმოყვარე ქართველი

 

ირაკლი ღლონტი

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი პარლამენტში არ შედის
შემდეგი სტატიამეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს 12 საათზე დაიწყება – სესია ოპოზიციის გარეშე ჩაივლის