მე ვერ მივცემ რეკომენდაციას, რომ რამე რიტუალი შეიცვალოს, მე ვიძლევი რეკომენდაციას, რომ საჭიროა ჰიგიენის წესების დაცვა – გამყრელიძე

მე ვერ მივცემ რეკომენდაციას, რომ რამე რიტუალი შეიცვალოს, მე ვიძლევი რეკომენდაციას, რომ საჭიროა ჰიგიენის წესების დაცვა – ამის შესახებ განცხადება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, ტვ პირველთან საუბრისას გააკეთა. გამყრელიძის თქმით, ზიარების წესსა და კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით პატრიარქთან შეხვედრას გეგმავს. მან ასევე აღნიშნა, რომ საპატრიარქოზე რამის თქმა საკმაოდ რთულია.

“შევთავაზე საპატრიარქოს სამედიცინო სამსახურს, როცა ეს საკითხი გუშინ წინ დაისვა, მე ველოდები, რომ ალბათ ხვალ, ზეგ უწმინდესობას ვეახლო და ამ საკითხზე ვესაუბრო. მინუსად ჩამითვალეს, როცა ვთქვი, რომ ვერ ჩავერევი ათასწლოვან რიტუალში. მე ვერ მივცემ რეკომენდაციას, რომ რამე რიტუალი შეიცვალოს. მე ვიძლევი რეკომენდაციას, რომ საჭიროა ჰიგიენის წესების დაცვა, რომელიც ეხება თვითონ იმ რიტუალსაც”, — თქვა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერი ეწვევა
შემდეგი სტატიააჭარის ტელევიზიის თანამშრომლები შესაძლოა გაიფიცონ