მე პუტინს ვუთხარი, რომ ჩემი დღის წესრიგი რუსეთს ან ვინმე სხვას არ ეწინააღმდეგება, ეს მხოლოდ ამერიკელი ხალხისთვისაა

რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ორ ლიდერს „უნიკალური პასუხისმგებლობა ეკუთვნით ორ ძლიერ და ამაყ ქვეყანას შორის ურთიერთობების წარმათვაში, ურთიერთობაში, რომელიც სტაბილური და პროგნოზირებადი უნდა იყოს“.

„იქ, სადაც განსხვავებები გვაქვს, მსურს პრეზიდენტმა პუტინმა გაიგოს, რატომ ვამბობ იმას, რასაც ვამბობ და რატომ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ; როგორ ვპასუხობთ ამერიკის ინტერესებზე მოქმედ სხვადასხვა მოქმედებებს. მე პუტინს ვუთხარი, რომ ჩემი დღის წესრიგი რუსეთს ან ვინმე სხვას არ ეწინააღმდეგება, ეს მხოლოდ ამერიკელი ხალხისთვისაა“, – განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ მისი დღის წესრიგში შედის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა, აშშ-ის ეკონომიკის აღდგენა, მოკავშირეებთან ურთიერთობების აღდგენა და ამერიკელების დაცვა.

banner
წინა სტატიაშიბაიდენი: პუტინმა იცის, რომ იქნება შედეგები, თუ მოხდება არჩევნებში მეტი ჩარევა ან კიბერშეტევა
შემდეგი სტატიადღეს მეუფე იაკობსა და ნინო ლომჯარიას შორის შეხვედრა გაიმართება