,,მე პატივს ვცემ სამხედრო ძალებს, ის ადამიანები კი, ვინც მუქარას ახორციელებენ, სამხედრო ძალების ღირსებას შეურაცხყოფენ”

დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სამხედრო ძალებს პატივს სცემს, ის ადამიანები კი, ვინც მისი ოჯახის მიმართ მუქარას ახორციელებენ, სამხედრო ძალების ღირსებას შეურაცხყოფენ.

მისივე თქმით, მტკიცებულებები არსებობს და გამოძიება უკვე დაწყებულია.

„მე არ ვემუქრები არცერთ ჯარისკაცს. პირიქით, ამ დილითაც ვთქვი, რომ გამაჩნია პატივისცემა ჯარისა და სამხედრო ძალების მიმართ. ეს ადამიანები კი, ვინც მუქარას ახორციელებენ, შეურაცხყოფენ ჩვენი სამხედრო ძალების ღირსებას. მტკიცებულებები არის გადაცემული, გამოძიება მიმდინარეობს და ყველა ფაქტი დადგინდება ჩემს გარეშე. ასეთი კამპანია არ არსებობს სამხედროების მხრიდან, ეს არის ზოგიერთი პირისგან, რომელიც არის მართული ერთი საზღვარგარეთ მყოფი ადამიანისგან და ყველასთვის გასაგებია, თუ რა ტიპის კამპანიაა. ეს დიდი ხანია გრძელდება სხვადასხვა ფორმით. შეტევები მოდის ჩემს პერსონაზე და მრწამსზე და სწორედ ამ კუთხით ცდილობენ, რომ მომავალ მთავარსარდალს მიაყენონ შეურაცხყოფა, რაც არის მიუღებელი“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ 9, 10 და 11 ნოემბერს მისი შვილების, თეიმურაზისა და ქეთევანის, ასევე პირადად მის მიმართ, მოკლეტექსტური და ხმოვანი შეტყობინებები განხორციელდა, სადაც ნათლად იყო გამოთქმული სიცოცხლის მოსპობის მუქარა. მისი განცხადებით, მუქარის ავტორები ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები არიან, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არიან დაკავშირებული.

banner
წინა სტატიაში,,„ნაციონალური მოძრაობა“ არის კრიმინალური, ბინძური პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური მომავალი საქართველოში”
შემდეგი სტატიასუს-ის უფროსმა ბათუმში საგანგებო შეხვედრა გამართა – ოპოზიცია აჭარის მთავრობის შენობაში არ შეუშვეს