სუს-ის უფროსმა ბათუმში საგანგებო შეხვედრა გამართა – ოპოზიცია აჭარის მთავრობის შენობაში არ შეუშვეს

ძალოვანი უწყებების პირველი პირები წინასაარჩევნოდ რეგიონებში საგანგებო შეხვედრებს აგრძელებენ. ამჯერად სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური აჭარაში იმყოფებოდა, სადაც მას კონსულტაციები ჰქონდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ოპოზიციის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სუს-ის მაღალჩინოსნების ვიზიტები ერთადერთ მიზანს ემსახურება – ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, მმართველი გუნდი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ადმინისტრაციული რესურსის სრულმასშტაბიან მობილიზებას ახდენს.

გომელაურის ვიზიტს ბათუმში ხმაური მოჰყვა. ოპოზიცია აჭარის მთავრობის შენობაში შესვლას და გომელაურისთვის შეკითხვების დასმას ითხოვდა. ხელისუფლების ოპონენტებს ამის საშუალება არ მიეცათ, რასაც მცირე ინციდენტი მოჰყვა.

შეხვედრას, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძისა და სუს-ის უფროსის გარდა, აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი, ზურაბ პატარაძე ესწრებოდა.

ვახტანგ გომელაურს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. პატარაძის თქმით, კი ეს იყო რიგითი შეხვედრა და ის არჩევნებს არ უკავშირდებოდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ელგუჯა ბაგრატიონის ინფორმაციით კი, შეხვედრას, რომელსაც სუს-ის უფროსი ესწრებოდა, არჩევნებს ეხებოდა.

banner
წინა სტატიაში,,მე პატივს ვცემ სამხედრო ძალებს, ის ადამიანები კი, ვინც მუქარას ახორციელებენ, სამხედრო ძალების ღირსებას შეურაცხყოფენ”
შემდეგი სტატია„საქართველოს რკინიგზა“ წლის საუკეთესო ბიზნესპარტნიორად დასახელდა