მე ღიად ვისაუბრე, რომ ეს იყო ჩვენი პრობლემა – კალაძე “ფსიქოპროექტის” კვლევებზე საუბრობს

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ “ფსიქოპროექტის” კვლევა და ეგზიტპოლები არ გამართლდა, ეთანხმება პარტიის გენერალური მდივანი.

კალაძის განცხადებით, მან არჩევნების მეორე დღესვე განაცხადა კვლევებში არსებულ ხარვეზებს, თუმცა ის „ედისონ რისერჩის“ კვლევასაც უნდობლობას უცხადებს და ისევ „რუსთავი 2“-ს აკრიტიკებს.

„თუ გახსოვთ ჩემი ბრიფინგი არჩევნების მეორე დღეს, მე ამაზე გავამახვილე ყურადღება და ხაზი გავუსვი, რომ ეს იყო ჩვენი პრობლემა. ამაზე ღიად ვისაუბრე.

“სხვათაშორის კვლევებზე მინდა გითხრათ, ჩვენ ვაღიარეთ ჩვენი შეცდომა, მაგრამ თქვენ თქვენს მიერ გამოქვეყნებულ კვლევებზე რომ შეცდომა და ცდომილება გვქონდა არ გიღიარებიათ ეს. ეგზიტპოლზე არ ვსაუბრობ, ვსაუბრობ კვლევებზე, თქვენ გამოაქვეყნეთ კვლევები სადაც სალომე ზურაბიშვილი საერთოდ ზედმეტი იყო. სასიამოვნო იქნებოდა, რომ თქვენც ბოდიში მოგეხადათ იმ შეცდომისთვის რაც დაუშვით. ჩვენ მოვიხადეთ ბოდიში კი აბა რა ვქენით,“-ამბობს კალაძე.

banner
წინა სტატიაშიმერაბიშვილის საკითხი ერთ-ერთ გამოსასწორებელ თემად არის დაფიქსირებული
შემდეგი სტატია„ქვეყნის ერთიანობა დღეს არის ჩვენი საერთო მიზანი და ჩვენ თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ პოლიციელს დავიცავთ ყოველთვის”