მერაბიშვილის საკითხი ერთ-ერთ გამოსასწორებელ თემად არის დაფიქსირებული

ვანო მერაბიშვილის ადვოკატი სტრასბურგიდან მიღებული ახალი ინფორმაციის დეტალებზე საუბრობს. გორგი ჩივიაშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციაზე, სადაც ყოფილი პრემიერის საქმეზეა ლაპარაკი.

მერაბიშვილის უფლებადამცველის თქმით, ქვეყანამ უნდა გადადგას ის ნაბიჯები, რასაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა ითვალისწინებს.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ადვოკატების განცხადებით, ვანო მერაბიშვილი საპატიმროდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

„ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, ეს იყო ასოცირების ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით, სადაც ჩაიწერა ივანე მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით, რაც საზოგადოებამ ნახა, სადაც აღნიშნულია, რომ მე-18 მულის დარღვევა მიღებული იქნა, როგორც გარემოება ევროპარლამენტისთვის. იქვე მინიშნებაა გაკეთებული, რომ მისი დაკავება ფარული მიზნებიდან გამომდინარეობდა და არა იმ მიზნებიდან, რასაც სისხლის სამართლის კოდექსი მოიცავს. შესაბამისად, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასოცირების ხელშეკრულებაზე ვსაუბრობთ, იმ ვალდებულებებზე, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს აღებული ამ ხელშეკრულების ფარგლებში, არის დაფიქსირებული ერთ-ერთ გამოსასწორებელ თემად მერაბიშვილის საკითხი,“- განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვლმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: „ოკუპაციის შესახებ კანონი იყო დარღვეული, ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება რაც უნდა მიგვეღო“
შემდეგი სტატიამე ღიად ვისაუბრე, რომ ეს იყო ჩვენი პრობლემა – კალაძე “ფსიქოპროექტის” კვლევებზე საუბრობს