“მე გადავალ და ვინც დამიდგება წინ, ის სამინისტრო აღარ დარჩება”- მეუფე იაკობი დავით გარეჯზე

ქორეპისკოპოსმა იაკობმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში ჩასვლას აპირებს და აცხადებს, რომ თუ რომელიმე უწყება მას გადაადგილების უფლებას შეუზღუდავს, ის სამინისტრო აღარ დარჩება:

„ამ დღეებში მე ჩამოვალ და მე ავალ, გადავალ და ვინც დამიდგება წინ, ის სამინისტრო აღარ დარჩება. წყნარად უნდა ჩავიდეთ, ცივილიზებული ადამიანები ვართ. ხომ იცით, როგორ არის, როგორი ტერიტორიაა, ალიევიც აღიარებს, რომ ჩვენი ტერიტორიაა. სახელმწიფო მოქმედებს და ჩვენ ვენდობით, რომ სახელმწიფო არ გაყიდის ჩვენს ურთიერთობას. მე ისიც მჯერა, რომ აზერბაიჯანი იმას არ იზამს, რომ ჩვენი რაღაც დააზიანოს. დროებით დაველოდოთ და ცივილიზებულს დაველოდოთ, თუ არადა, ჩვენ დამთმობი არ ვართ არაფრის.“- განაცხადა მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ, საზღვრის დემარკაციაზე მომუშავე კომისიის შეხვედრების პარალალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ დავით გარეჯის მონასტრებში მისასვლელი ბილიკები ბლოკირებულია და ჩიჩხიტურის მონასტრისკენ აზერბაიჯანის ტერიტორიიდან გზის მშენებლობა მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძემ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ​დირექტორს უმასპინძლა
შემდეგი სტატიააღაიანში მოკლული 7 თვის ჩვილის მამა შესაძლოა დააკავონ