აღაიანში მოკლული 7 თვის ჩვილის მამა შესაძლოა დააკავონ

შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

საქმე ეხება სოფელ აღაიანში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე, რომელშიც შვიდი თვის ბავშვის მკვლელობაში ბრალი არასრულწლოვან დედას ედება.

შსს-ში აცხადებენ, რომ ორსულობის დადგომის დროს ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული 16 წლის ასაკს მიუღწეველი იყო, რაც შეიცავს საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს.

„მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ მ. შ. ორსულობის დადგომის დროისთვის იყო 16 წლის ასაკს მიუღწეველი, რაც შეიცავს საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს.

​შესაბამისად, გამოძიება ამ მიმართულებით უკვე აქტიურად მუშაობს. ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, დაინიშნა გენეტიკური ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიღების შემდეგ, გამოძიება იმსჯელებს კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხზე“, – აცხადებს შსს-ში.

banner
წინა სტატიაში“მე გადავალ და ვინც დამიდგება წინ, ის სამინისტრო აღარ დარჩება”- მეუფე იაკობი დავით გარეჯზე
შემდეგი სტატიატერეზა მეი თანამდებობიდან გადადგა