”მე არ ვარ შარლი, მე ვარ აჰმედი!” – ახალი კამპანია სოციალურ ქსელებში

police-ahmedსოციალური ქსელში ახალი კამპანია დაიწყო სათაურით – ”მე არ ვარ შარლი, მე ვარ აჰმედი!”

ინტერნეტ-მომხმარებლები ამით მხარდაჭერას უცხადებენ ”შარლი ებდოს” რედაქციაზე თავდასხმის დროს მოკლულ პოლიციელს, აჰმედ მერაბეტს.

42 წლის მერაბეტი, რომელიც მუსლიმანი იყო და რედაქციის თანამშრომელთა დაცვას ცდილობდა, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა საკონტროლო გასროლით მოკლა.

“ტვიტერის” სოციალურ ქსელში მომხმარებლები წერენ, რომ ”შარლი ებდომ” მუსლიმებს რწმენის გამო დასცინა, ამავე რელიგიის მიმდევარმა აჰმედ მერაბეტმა კი ჟურნალის უფლებების დასაცავად სიცოცხლე გასწირა.

banner
წინა სტატიაშიBBC-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პოლიცია თავდამსხმელებთან კონტაქტზე გავიდა
შემდეგი სტატიაჯვრის უღელტეხილიდან სტეფანწმინდის მიმართულებით ზვავსაშიშროებაა