მძიმე ვითარებაა საგარეჯოსა და სოფელ იორმუღანლოში ასევე შიდა ქართლში

stiqiqaსტიქია შიდა ქართლში-ქარმა ხაშურისა და გორის რაიონები დააზარალა. ხაშურში ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილა წყალმა სახლები დატბორა, ცენტრაური მაგისტრალი დაიტბორა ჩუმათელეთთან, თუმცა მოძრაობა არ შეფერხებულა, პრობლემა შეექმნა ხაშურის სასწრაფო სამედიცინო სამსახურსაც, რომელიც საავადმყოფოს სარდაფშია განთავსებული, დატბორილი შენობიდან ექიმები მაღალ სართულზე აიყვანეს.

მძიმე ვითარებაა გორის რაიონის სოფლებშიც. საქაშეთი, ვარიანის და ნიქოზის მიმართულებით ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა სახლებს და საწყობებს. ქარსაცავი ზოლიდან დამტვრეულია ხეები, რომელიც მოსახლეობის ფარდულებს დაეცა. ადგილებრივები დახმარებას ითხოვენ.

საგარეჯოსა და სოფელ იორმუღანლოს დამაკავშირებელ გზაზე მოძრავ ავტომობილს ხე დაეცა. ავტომობილში ერთი ოჯახის სამი წარმომადგენელი იმყოფებოდა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ დაშავებულებს თავისა და ხერხემლის ტრავმები აღენიშნებათ.
ხეების წაქცევა ძლიერმა ქარმა გამოიწვია. აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია, რადგანაც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. საგარეჯოსა და სოფელ იორმუღანლოს დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე ალვის ხეების ქარსაცავი ზოლია

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: სასამართლოს მიმართ ნდობას აღარაფერი ეშველება
შემდეგი სტატია“ახალი გადაწყვეტილების მიუხედავად რუსთავი 2-ის ფინანსურ მართვაზე პასუხისმგებლები დვალი და საყევარიშვილი არიან”