“ახალი გადაწყვეტილების მიუხედავად რუსთავი 2-ის ფინანსურ მართვაზე პასუხისმგებლები დვალი და საყევარიშვილი არიან”

ახალი გადაწყვეტილების მიუხედავად რუსთავი 2-ს ფინანსურ მართვაზე პასუხისმგებლები დვალი და საყევარიშვილია – ამის შესახებ განცხადება ნიკა გვარამიამ გააკეთა. გვარამია არ გამორიცხავს, რომ თუ დვალი და საყევარიშვილი ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებენ, შესაძლოა მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

“კომპანიის ფინანსური მმართვა უწევს იმას, ვისაც დაეკისრა საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიხედვთ. ეს ადამიანები, დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი. მათ ამის გაკეთება შეუძლიათ დისტანციურად. მათ აქვთ სრული წვდომა საბანკო ანგარიშებთან. ჩვენ ეს წვდომა არ გაგვაჩნია და ვერც დავეხმარებთ, ძალიანაც რომ გვინდოდეს. კეთილი ინებონ და პასუხისმგებლობა შეასრულონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მდგომარეობა იძლევა დანაშაულის შემადგენლობას. იმიტომ, რომ არ მოხდება გადასახადის დეკლარირება და მისი გადახდა დროულად. ეს 50 ათას ლარს აღემატება და როგორც კი ამ თანხას სცდება, ეს საგადასახადო დარღვევიდან სისხლის სამართლის დარღვევაში გადადის. მე ეს სულაც არ მიხარია, ბატონი დვალი დარწმუნებული ვარ რომ შეცდომაშია შეყვანილი,” – აცხადებს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიმძიმე ვითარებაა საგარეჯოსა და სოფელ იორმუღანლოში ასევე შიდა ქართლში
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე თავდამსხმელები დააწინაურეს