მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობა ერთსუბიექტიანი აღარ არის – დღეს უმრავლესობა შედგება ფრაქცია „ქართული ოცნებისა“ და ოთხი დამოუკიდებელი დეპუტატისგან

საპარლამენტო უმრავლესობა ერთსუბიექტიანი აღარ არის – დღეს უმრავლესობა შედგება ფრაქცია „ქართული ოცნებისა“ და ოთხი დამოუკიდებელი დეპუტატისგან, – ეს განმარტება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ კაჭრეთში, “ქართული ოცნების“ დეპუტატებისა და სამთავრობო გუნდის გასვლით სხდომაში “ქართული ოცნებიდან“ გასული ოთხი დეპუტატის მონაწილეობის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.

როგორც მდინარაძე აცხადებს, “მათ გადაწყვიტეს, რომ უმრავლესობის გადაწყვეტილებებს მხარი დაუჭირონ, რაც ავტომატურად უმრავლესობის წევრობას ნიშნავს“.

„პარლამენტის რეგლამენტში კარგად რომ ჩაგეხედათ, კითხვა საერთოდ არ გაჩნდებოდა: – ბრიფინგზე, სადაც მათი ფრაქციიდან გასვლის თაობაზე ვილაპარაკე, უმრავლესობა არ მიხსენებია. ეს სპეციალურად იყო, რადგან მართალი ვყოფილიყავით, მათ შორის ფორმალური თვალსაზრისითაც კი. მათ დატოვეს ფრაქცია “ქართული ოცნება“, დატოვეს პარტია და საპარლამენტო თანამდებობები. უმრავლესობა რომ დაეტოვებინათ, ვიტყოდი, რომ უმრავლესობაც დატოვეს, მაგრამ ასეთი რამ არ მითქვამს.

რეგლამენტის მიხედვით, არის უმრავლესობის სია. ეს სია მხარდაჭერის ნიშნით კომპლექტდება. ნებისმიერმა სხვა დეპუტატმა რომ თქვას, რომ მხარს უჭერს ბიუჯეტს, მთავრობას, უმრავლესობის გადაწყვეტილებებს, ის ავტომატურად უმრავლესობის წევრი გახდება და ამ ადამიანს უმრავლესობიდან ვერავინ გაუშვებს. რადგან ისინი უმრავლესობის გადაწყვეტილებებს უჭერენ მხარს, ავტომატურად უმრავლესობის წევრებად ითვლებიან. იმ დღეს იყო არა ფრაქციის ან პარტიის სხდომა, არამედ უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრა“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

banner
წინა სტატიაშიუსუფაშვილი – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანამ მიიღოს ძლიერი და პროფესიონალი ომბუდსმენი, პროცესი გართულდა, ბევრი რამ მიხვეულ-მოხვეულებში ჩაიკარგა, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ ამისთვის
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე – იცის პარლამენტმა “ოცნებების” ახდენა