რომან გოცირიძე – იცის პარლამენტმა “ოცნებების” ახდენა

“პარლამენტის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ბებიის დღის დაწესებას. ამით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად ქართული სუფრის(პურობის) აღიარების ცხოვრებაში ხორცშესხმის საქმეში.

“ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა სამართლებრივად განამტკიცოს ქართული სუფრის(იგივე პურობის) სადღეგრძელოების რიგითობა და შინაარსი. აქედან ნაწილი უკკვე იყო დაცული კანონით.

-მშობლები- დედის დღე ორჯერ აღინიშნება მარტის თვის დასაწყისში. მამის დღის დაკანონებაზეც მუშაობს “ოცნება.
-დედმამიშვილები-ცალკე დების და ცალკე ძმების დღეზე ასევე დაწყებულია მუშაობა.
-ბებია-ბაბუები-ბებიის საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილია, ბაბუებზე კანონპროექტიც მზადაა, ოღონ მის დამტკიცებას ერთი სადავო საკითხი აფერხებს, რა დღე დააწესონ, ბაბუის დღე თუ პაპის დღე. კახელები( პრემიერ-მინისტრის დაჟინებული მოთხოვნით) ამ უკანასკნელს ლობირებენ, მაგრამ მთავარია, ის ბრძენი კაცი რას იტყვის. ალბათ, ბაბუის დღე დაწესდება.
-დაშლა-არმოშლის, მშვიდობის, წინაპრების, უდროოდ წასულების და სხვა სავალდებულო სადღეგრძელოთა უკვდაყოფა არა კანონის, არამედ მთავრობის დადგენილებით იქნება უზრუნველყოფილი. სუფრის წევრთა პროფესიული ნიშნით გამორჩევა შესაბამის დღის სახით დიდი ხანია რაც არის დაწესებული, მაგალითად, ეკონომისტის დღე, რადიოს დღე, ბეჭდვითი სიტყვის დღე და ა. შ. დანარჩენს მთავრობა დაარეგულირებს დროის მოთხოვნათა გათვალისწიბებით, მაგ. ინტერნეტის, ბლოკჩენის და ა. შ. დღეები.

კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე ახალგაზრდა ბებია-დეპუტატმა გააპროტესტა ამ დღის დაწესება-დედის და ქალთა დღეც საკმარისიაო. როგორც სჩანს, ასაკის გამჟღავნებას უფრთხიან. მიუხედავად მათი პროტესტისა, კანონპროექტი პირველი მოსმენით მაინც მიიღეს. ამით ალბათ ბოტოქსის იმპორტიორები დარჩებიან კმაყოფილნი. “უი, ბებია თუ იყავი, არ მეგონა”-მალე ასეთ სარეკლამო კამპანიასაც უნდა ველოდოთ.

იცის პარლამენტმა ოცნებების ახდენა.” – წერს რომან გოცირიძე

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობა ერთსუბიექტიანი აღარ არის – დღეს უმრავლესობა შედგება ფრაქცია „ქართული ოცნებისა“ და ოთხი დამოუკიდებელი დეპუტატისგან
შემდეგი სტატიაპესკოვი – ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მოლაპარაკებების პერსპექტივას ვერ ვხედავთ