უსუფაშვილი – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანამ მიიღოს ძლიერი და პროფესიონალი ომბუდსმენი, პროცესი გართულდა, ბევრი რამ მიხვეულ-მოხვეულებში ჩაიკარგა, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ ამისთვის

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანამ მიიღოს რაც შეიძლება ძლიერი და პროფესიონალი სახალხო დამცველი, პროცესი გართულდა, ბევრი რამ მიხვეულ-მოხვეულებში ჩაიკარგა, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ ამისთვის, – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, “ლელო” ამ პროცესს ბოლომდე მიყვება და სხვებსაც მოუწოდებს უყურადღებოდ არ დატოვონ ომბუდსმენთან დაკავშირებული პროცესი.

„კარგია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე კონსულტაციებს მართავს, მაგრამ ცუდია, რომ მართავს როგორც მისი ინდივიდუალური დოკუმენტისთვის და არა რეგლამენტისთვის, რადგან მთელი ეს პროცესი, შერჩევის ჯგუფის შექმნა, როგორ მოხდება შეფასება, ამ შეფასების კრიტერიუმები, ის 9 წევრი საიდან მოდოს და ა.შ. ეს რჩება მის გადასაწყვეტად. ჩემი და “ლელოს” პოზიციაა, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანამ მიიღოს რაც შეიძლება ძლიერი და პროფესიონალი სახალხო დამცველი. ის სახალხო დამცველი 6 წელი უნდა ემსახუროს ქართველ ხალხს, ამ გადაწყვეტილების მიმღებები მაქსიმუმ 2 წელი ვიქნებით ამ შენობაში. პროცესი გართულდა, ბევრი რამ მიხვეულ-მოხვეულებში ჩაიკარგა, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ ამისთვის. მივმართავ ყველას, რომ ეს პროცესი უყურადღებოდ არ დავტოვოთ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხარკოვის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან გაქცეული დამპყრობლები მასიურად ძარცვავენ მოსახლეობას – დაზვერვა
შემდეგი სტატიამდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობა ერთსუბიექტიანი აღარ არის – დღეს უმრავლესობა შედგება ფრაქცია „ქართული ოცნებისა“ და ოთხი დამოუკიდებელი დეპუტატისგან