მდინარაძე ოპოზიციაზე: უკვე წინასწარ აპირებენ, ისევ იგივე საბოტაჟი მოუწყონ ქვეყანას

უკვე წინასწარ აპირებენ, ისევ იგივე საბოტაჟი მოუწყონ ამ ქვეყანასა და არა რომელიმე პარტიას, თუნდაც მმართველს, რაც ამ ხნის განმავლობაში გააკეთეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო სხდომაზე განაცხადა.

იგი მამუკა ხაზარაძის განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც გიორგი ვოლსკის მისამართით გააჟღერა. მდინარაძემ ასევე ოპოზიცია მომავალ არჩევნების უკვე დაგეგმილი საბოტაჟისთვის გააკრიტიკა.

„როდესაც ის მოსული იყო საკომიტეტო მოსმენაზე, ასეთი ვერსია შემოგვთავაზა: 17 მლნ წერეთლისთვის უთხოვებია და უსესხებია ისე, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ იმ დღეს მამუკა ხაზარაძის ბანკიდან გამოუტანია ეს 17 მლნ წერეთელს და დაემთხვა. სააკაშვილი-გახარიას ვიზიტი რომ დაემთხვა და ერთ სასტუმროში იყვნენ, ასე დაემთხვა ისიც, ზუსტად-თურმე. 17 მლნ მასესხეო დაურეკა, უი, მაქვს და გასესხებო. მისი ვერსიაა, რომ მერე შეიტყო, თვეების შემდეგ, რომ იმ დღეს გამოუტანია 17 მლნ მისი ბანკიდან წერეთელს. ასესხა და არ უთხრა, დღეს გამოვიტანე შენი ბანკიდანო. ეს არის ჩემი აზრით მისი სიმართლე. ამ ყველაფრის დიაგნოზი, რაც აქ ხდებოდა 10-15 წუთის წინ.

რამდენიმე ფრაზა მოვისმინეთ ოპოზიციისგან. ბატონი არმაზი, რომელიც აქ ბრძანდება, უკვე დაკავებულია იმ არჩევნების, რომელიც ახალი საარჩევნო გარანტიებით უნდა ჩატარდეს რამდენიმე თვეში ამ ქვეყანაში, ლეგიტიმაციის პრობლემაზე ზრუნვით. ეს არის ნიშანი იმისა, რომ უკვე წინასწარ აპირებენ, ისევ იგივე საბოტაჟი მოუწყონ ამ ქვეყანას და არა რომელიმე პარტიას, თუნდაც მმართველს, რაც ამ ხნის განმავლობაში გააკეთეს“, – განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაში“მსურს, ბატონ პრემიერს და შს მინისტრს მადლობა გადავუხადო სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპისა და კანონის უზენაესობის დაცვისთვის”
შემდეგი სტატიაირაკლი ზარქუა გიორგი ვაშაძეზე: ისეთ თემებს აბრეხვებს, გაოგნებული ვარ