“მსურს, ბატონ პრემიერს და შს მინისტრს მადლობა გადავუხადო სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპისა და კანონის უზენაესობის დაცვისთვის”

„მსურს, თქვენი სახელით, პირველ რიგში, ბატონ პრემიერს მადლობა გადავუხადო სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის დაცვისთვის და კანონის უზენაესობის დაცვისთვის“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანგარიში და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმა წარადგინა.

მან, ასევე, მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს.

„მსურს, თქვენი სახელით, პირველ რიგში, ბატონ პრემიერს მადლობა გადავუხადო სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის დაცვისთვის და კანონის უზენაესობის დაცვისთვის. მსურს, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს კანონის უზენაესობის დაცვისთვის, როდესაც ამ კოლეგების ფორმალურ ლიდერს, რომელმაც კონსტიტუციაზე და სახელმწიფოზე მაღლა დააყენა თავისი თავი და დაარღვია საჯაროდ, პირდაპირ ეთერში კანონი, არ მისცეს საშუალება, რომ კონსტიტუციაზე მაღლა დამდგარიყო. ამიტომ, ამისთვის დიდი მადლობა. ბატონო პრემიერო, თქვენ ამით დაიცავით არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუცია და კანონის უზენაესობა, თქვენ დაიცავით ჩვენი თითოეული მოქალაქის ღირსება და ყველა იმ ადამიანის ღირსება, ვინც პატივს სცემს სამართლებრივ სახელმწიფოს და კანონის უზენაესობას. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც არის კანონმორჩილი და კანონის უზენაესობას სცემს პატივს, ასევე, არის მადლიერი მაშინდელი იმ გადაწყვეტილებით, როდესაც დესტრუქციულ ჯგუფებს და ძალებს არ მიეცით კონსტიტუციაზე მაღლა დგომის უფლება“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ყველანაირი რეკომენდაცია იყოს გათვალისწინებული”- ომბუდსმენმა ნინოწმინდის პანსიონი დატოვა
შემდეგი სტატიამდინარაძე ოპოზიციაზე: უკვე წინასწარ აპირებენ, ისევ იგივე საბოტაჟი მოუწყონ ქვეყანას