მდინარაძე – ოპოზიციამ უნდა იმოქმედოს ამომრჩევლის დავალების შესაბამისად, იმედია, მათი დიდი ნაწილი რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებს

„ჩემს პირად პოზიციებზე არ ვილაპარაკებ, მათ 2 თებერვლამდე გადაწყვეტილების მიღების საშუალება აქვთ. ოპოზიციამ უნდა იმოქმედოს ამომრჩევლის დავალების შესაბამისად. იმედია, მათი დიდი ნაწილი რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებს. რაც შეეხება კენჭისყრას, როცა ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გამოდის ხოლმე, ფრაქცია კიდევ ერთხელ იკრიბება. ჩვენ შევიკრიბებით უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ჩვენს პოზიციას დავაზუსტებთ და ამის შემდეგ მიიღებს პარლამენტი გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტმა, 2 თებერვალს, 51 ოპოზიციონერ დეპუტატს უნდა შეუწყვიტოს უფლებამოსილება.

banner
წინა სტატიაშიმეგრელიშვილი: ენმ და “ოცნება” ქვეყანას მიაქანებენ კრიზისში
შემდეგი სტატია“ჩვენი შედეგი არის ის, რომ ვირუსის გავრცელების მასშტაბები მცირდება”