მეგრელიშვილი: ენმ და “ოცნება” ქვეყანას მიაქანებენ კრიზისში

“გირჩის” წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება” ერთობლივად ქმნიან პოლიტიკურ კრიზისს და რევოლუციურ სცენარზე “გირჩი” პასუხისმგებლობას არ აიღებს.

“ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება” ჩვენს ქვეყანას ერთობლივად მიაქანებენ ისეთ კრიზისში, რომლის განმუხტვა შესაძლებელი იქნება მართლა რევოლუციით. ეს რევოლუცია როგორი იქნება – მშვიდობიანი თუ სისხლიანი, ამის ახლა თქმა, უბრალოდ, არის შეუძლებელი. ამიტომ, მოვემზადოთ იმ არაპროგნოზირებადი სცენარისთვის, რომელსაც საკუთარ თავს თვითონ ვუკეთებთ, ოღონდ ამაში “გირჩს” არ უნდა არანაირი პასუხისმგებლობის აღება,” – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – უაბჯროდ გვინდა რევოლუცია, ეს ბრიყვული ტაქტიკაა
შემდეგი სტატიამდინარაძე – ოპოზიციამ უნდა იმოქმედოს ამომრჩევლის დავალების შესაბამისად, იმედია, მათი დიდი ნაწილი რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებს