მდინარაძე – მარტივად დასაჯერებელია, რომ რევოლუციური სცენარის ერთ-ერთი მსხვილი კომპონენტი გაყალბებული pvt-ის მონაცემები იყო

„რევოლუციურ სცენარზე წინასაარჩევნო პერიოდში ვსაუბრობდით და მარტივად დასაჯერებელია, რომ რევოლუციური სცენარის ერთ-ერთი მსხვილი კომპონენტი იყო ე.წ. pvt-ის მონაცემები. ჩვენ, ცესკო-ს და ქართულ სახელმწიფოს არჩევნების გაყალბებას გვაბრალებდნენ და ბოლოს პარალელური დათვლის შედეგები აღმოჩნდა გაყალბებული. არაფერია გამორიცხული, კონკრეტულმა პირებმა არა მხოლოდ „სამართლიანი არჩევნების“ იმიჯის დაზიანება გადაწყვიტეს, არამედ ქართული სახელმწიფოს დაზიანება. წარმოიდგინეთ, რამხელა სკანდალი მოხდა. ეს მათთვის რევოლუციური სცენარის ნაწილი რომ ყოფილიყო, არ გამოვრიცხავ, რადგან ზიანდება სახელმწიფო და „სამართლიანი არჩევნები“. უნდა ვიზრუნოთ, რომ ამ ორგანიზაციის იმიჯი არ შეილახოს, მისი დროებით დაზიანებული რეპუტაცია ერთად უნდა აღვადგინოთ და უზრუნველყოფილი იყოს იმ პირების გამომჟღავნება, ვინც დუმდა და შემდეგ „შეცდომა“ აღიარეს, ხოლო ახლა რვა პროცენტიან თემაზე დუმან, რადგან წარმოუდგენელია მსგავსი იყოს. გამორიცხულია, ვერაფერს იტყვიან, თუ ახალი არ გამოიგონეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, საკითხში ღრმად ჩახედული არც ერთი მოქალაქე არ დაიჯერებს, რომ „სამართლიან არჩევნებს“ მექანიკური შეცდომა მოუვიდა.

„როცა ერთი პარტიის შემთხვევაში პარალელური ხმის დათვლა 2.4 პროცენტით ცდება, ეს არ არის პატარა საქმე. აღმოჩნდა, რომ pvt იყო გაყალბებული და ამას ხსნიან მექანიკური შეცდომით. ამის გჯერათ? არასდროს დავიჯერებ. არ მგონია, ამ საქმეში ოდნავ სიღრმეში ჩასული რომელიმე მოქალაქე იჯერებდეს, რომ ასეთ ავტორიტეტულ, ძლიერ და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებულ ორგანიზაციას მექანიკური შეცდომა მოუვიდა, რომ უი, შემთხვევით ბათილი ბიულეტენები გამორჩა და ამან 2.4 პროცენტი შეცვალა.

ეს არის ჩვეულებრივი სკანდალი – გაყალბებული არჩევნები იყო მთავარი მესიჯბოქსი. დღესაც ლამის ერთმანეთს აფიცებენ, რომ სხვა არჩევნებზე სიტყვა არ წამოსცდეთ და დებატებში ერთმანეთს ებრძვიან, თქვი სასწრაფოდ, რომ არჩევნები გაყალბდა, თორე, ოპოზიციონერი აღარ გქვია და მოღალატე ხარ ოპოზიციის, ქვეყნის, სამყაროსიო. მეორე მხრივ, არავინ საუბრობს, რომ სინამდვილეში, თურმე pvt გაყალბდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშინათელაშვილი: ის რაც გამოაცხადა გავრილოვის მეგობარმა, სხვა არაფერია, თუ არა ჰიტლერის მიერ 30-იან წლებში მიღებული კანონპროექტების გადამღერება
შემდეგი სტატიაცქიტიშვილი – არავითარი დაპირისპირება ეკა ტიკარაძესა და მთავრობის წევრებს შორის არ არის