ნათელაშვილი: ის რაც გამოაცხადა გავრილოვის მეგობარმა, სხვა არაფერია, თუ არა ჰიტლერის მიერ 30-იან წლებში მიღებული კანონპროექტების გადამღერება

region
ავტ.: region დეკემბერი 17, 2020 16:31

ნათელაშვილი: ის რაც გამოაცხადა გავრილოვის მეგობარმა, სხვა არაფერია, თუ არა ჰიტლერის მიერ 30-იან წლებში  მიღებული კანონპროექტების გადამღერება

„ის რაც გამოაცხადა ექსთავმჯდომარემ პარლამენტის და გავრილოვის მეგობარმა, სხვა არაფერია, თუ არა ჰიტლერის მიერ 30-იან წლებში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე მიღებული კანონპროექტების გადამღერება. შექმნილ ვითარებაში უნდა შეჩერდეს ყველა მოლაპარაკება არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან, ვიდრე ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები არ დაგმობს პუტინისტური დიქტატურის დამყარებას ჩვენ ქვეყანაში. მეორე, სანქციებს დაექვემდებაროს არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, რეჟიმის მეთაური, არამედ მისი ყველა ე.წ პარლამენტის წევრი, 21 მილიონერის ჩათვლით. სანქციები უნდა იყოს, როგორც ფინანსური, ასევე დიპლომატიური. მესამე და უმთავრესი, პოლიტიკური პარტიებისგან პარლამენტში არშესული ოპოზიციონერი დეპუტატებისგან შეიქმნას სახალხო პარლამენტი, როგორც საკონსულტაციო მაკოორდინებელი პოლიტიკური ორგანო გარდამავალ პერიოდში, ჩვენი პასუხი უნდა იყოს ისეთივე მრისხანე, რა ღელვაც ჩვენი ხალხის გულებშია ამ ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკით გამოწვეული.

თუ ჰგონია ბიძინა ივანიშვილს, მის კობახიძეებს და სხვებს, რომ შეუძლიათ ყველაფერი იყიდონ ამ ქვეყანაში შიშით და ფულით, ეს იმედები ძალიან მალე საბოლოოდ ჩაემსხვრევათ. არც ერთი პარტია და პოლიტიკოსი იმის გამო, რომ დაფინანსებას აუკრძალავენ, რეგისტრაციას გააუქმებენ, სარეკლამო დროს წაართმევენ, არ შევა პარლამენტში და არ უღალატებს თავის ხალხს, ისტორიას, შვილებს და ჩვენი ქვეყნის მომავალს. დახვრეტაც რომ მოგვისაჯონ არსად შევალთ, ვიდრე არ დავამხობთ ივანიშვილის უკანონო არადემოკრატიულ რეჟიმს მშვიდობიანი მეთოდებით, რა თქმა უნდა. ეს კარგად იცოდეს ამ საკაცობრიო მარაზმმა, რომელიც ღორეშადან რამდენიმე კილომეტრში ჭორვილაში იშვა ქართველი ერის საუბედუროდ და რომელმაც უნდა დაამთავროს პოლიტიკური არსებობა ძალიან მალე. ვიდრე არ დაგმობს ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურის დამყარებასთან გადადგმულ პირველ სერიოზულ ნაბიჯებს, რა მოლაპარაკებაზე უნდა ვისაუბროთ და რატომ უნდა ჩავაყენოდ უხერხულობაში ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩები“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

region
ავტ.: region დეკემბერი 17, 2020 16:31